სალომე ზურაბიშვილი – საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კერა

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კერა, რითაც გაიზრდება ქვეყნის მიმზიდველობა.

„ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ინიციატივა და ინოვაცია. ეს არის ახალგაზრდების დანიშნულება მოვალეობა ქვეყნის წინაშე და წარმოადგენს რეალურ პერსპექტივას მომავალი თაობისთვის. მთელი ჩემი ძალებით მზად ვარ, გვერდით დავუდგე მათ, ერთად მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების განხორციელებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.