სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ როგორც მათთვის გახდა ცნობილი, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა კონკრეტულად რომელში გაიმართება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 59 %-იანი მხარდაჭერა მიიღო.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს