რამდენიმე საათის წინ თვითმფრინავში 13 000 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ბავშვი დაიბადა

კონ­გო­ელ­მა ქალ­მა დღეს „თურ­ქე­თის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ (Turkish Airlines) ბორტზე იმ­შო­ბი­ა­რა. Daily Sabah-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმფრი­ნა­ვი გა­ბო­ნის დე­და­ქა­ლაქ ლიბ­რე­ვი­ლი­დან სტამ­ბოლ­ში მიფ­რი­ნავ­და.

მუ­სუმ­ბა მი­ჩო­უ­კა­ი­ემ­ბეს ფრე­ნის დროს ძლი­ე­რი სამ­შო­ბი­ა­რო ტკი­ვი­ლე­ბი და­ე­წყო, ამ დროს თვითმფრი­ნა­ვი უკვე 13 000 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. რად­გა­ნაც მშო­ბი­ა­რო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო, მუ­სუმ­ბას ქმა­რი, რო­მე­ლიც ექი­მია, ეკი­პაჟ­თან ერ­თად ბავ­შვის მი­სა­ღე­ბად მო­ემ­ზა­და, მშო­ბი­ა­რე თვითმფრი­ნა­ვის უკა­ნა ნა­წილ­ში მო­ა­თავ­სეს, სა­ი­და­ნაც მგზავ­რე­ბი სხვა ად­გი­ლებ­ზე გა­და­ა­ნა­წი­ლეს.

დედა და ახალ­შო­ბი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ, თვითმფრი­ნა­ვის სტამ­ბოლ­ში დაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ბიჭს მშობ­ლებ­მა ბე­ნე­ლი და­არ­ქვეს.

მფრი­ნა­ვის, ალ­პერ აკა­ი­ას თქმით, აე­რო­პორ­ტში დაჯ­დო­მამ­დე ეკი­პაჟ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბის დახ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვეს.

„ასე­თი წარ­მა­ტე­ბით რომ არ მიგ­ვე­ღო მშო­ბი­ა­რო­ბა, სხვა აე­რო­პორ­ტში დავ­სხდე­ბო­დით, თუმ­ცა რად­გან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა, 4 სა­ა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბა გეგ­მის მი­ხედ­ვით და­ვას­რუ­ლეთ,“ – აღ­ნიშ­ნა მფრი­ნავ­მა.

ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი ხუმ­რო­ბენ, რომ თვითმფრი­ნა­ვი ცაში აფ­რინ­და 144 მგზავ­რით, მი­წა­ზე კი 145 ადა­მი­ა­ნით და­ეშ­ვა.

ambebi.ge