ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორის სოფელ ველისციხესთან დაპირისპირება მოხდა

ოპოზიციის კოლონა, რომელიც თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ავტობუსებით ჩაკეტილი გზის გამო შეფერხდა. პოლიციის წარმომადგენლები მათ თელავის მიმართულებით არ უშვებენ. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი თელავში ჩასვლას ნებისმიერი გზით მაინც მოახერხებენ.

თავად სამართალდამცველების განცხადებით, აქციის მონაწილეებს გადაადგილება ყვარლის გზით შეუძლიათ.

შეხლა-შემოხლა ამ წუთებშიც გრძელდება.