ნიკა რურუას ოჯახს გიორგი მარგველაშვილმა მიუსამძიმრა

 გიორგი მარგველაშვილი ზანდუკელის ქუჩაზე რურუების ოჯახში მივიდა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და კულტურის ყოფილი მინისტრის შესახებ ისაუბრა. 

„ნიკა ჩემი მეგობარი იყო. ძალიან ძლიერი ადამიანი, ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყოველთვის, ყველა ეტაპზე საინტერესო იყო. ნიკა იყო ბევრ კულტურის მინისტრს შორის გამორჩეული კულტურის მინისტრი,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.