მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხ ZIK -ზე გადაცემას წაიყვანს – (ვიდეო)

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხ ZIK -ზე გადაცემას წაიყვანს. გადაცემა ეთერში 7 დეკემბრიდან ყოველ პარასკევს 18:30 სთ-ზე გავა. გადაცემის სახელწოდებაა „ჯოკრები-გზა პრეზიდენტობისკენ“.

სააკაშვილი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შესახებ გადაღებულ სიუჟეტებს ექსპერტებთან ერთად გააანალიზებს. ის ამ არხზე სევგილ მუსაევს შეცვლის, რომელიც აშშ-ში გაემგზავრა სასწავლებლად

იმავე ტელეარხზე გასულ წელს სააკაშვილს სხვა გადაცემა  „სხვა უკრაინა“ მიჰყავდა. ის გადაცემას მხოლოდ რამდენიმე თვე, 2017 წლის მარტიდან ივნისამდე უძღვებოდა.