„მის სამყაროს“ დაკარგული კონკურსანტი იპოვეს

კონკურს „მის სამყაროს-2018“-ის მონაწილე სიერა ლეონედან მარია ესტერ ბანგურა ბოლოსდაბოლოს ტაილანდში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Instagram-ზე, მის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება

„მოგესალმებით მის სიერა ლეონეს ყველა თაყვანისმცემელს. მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და შეწუხების გამო. ის თავს კარგად გრძნობს და ამჟამად ტაილანდში იმყოფება მხოლოდ არა როგორც ყველაზე პრესტიჟული კონკურსის მონაწილე, არამედ როგორც გულშემატკივარი.“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვარაუდობენ, რო ლამაზმანი კონკურსიდან მოხსნეს, ვინაიდან მან რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრო.

მარია ესტერ ბანგურა ერთადერთი მონაწილე იყო, რომელიც კონკურსზე, ტაილანდში სხვებისგან განსხვავებით არა თვითმფრინავით, არამედ გემით გაემგზავრა. გარკვეული დროის განმავლობაში მისი ადგილსამყფელის დადგენა ვერ ხერხდებოდა.