“მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას…გამოდი გარეთ” – ჩხუბი პარლამენტში (ვიდეო)

დაპირისპირება ნიკა მელიასა და ირმა ინაშვილს შორის საკანონმდებლო ორგანოს დარბაზსა და დერეფანში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა.

ირმა ინაშვილი ნიკა მელიას თავ-ყბის დალეწვით ემუქრებოდა და გარეთ გასვლას სთხოვდა, ზაზა პაპუაშვილი კი მას ზურგიდან მიეპარა და ჩაარტყა. 

მას შემდეგ რაც დეპუტატები მანდატურის სამსახურმა დერეფანში გამოიყვანა, ნიკა მელიას დარბაზისკენ მიმავალი კარი ჩაუკეტეს.