“თუ მაღიარებს, ინაუგურაციაზე დავპატიჟებ” – ზურაბიშვილი ვაშაძეზე

არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს იმ შემთხვევში მიიწვევს ინაუგურაციაზე, თუ არჩევნებში მის გამარჯვებას აღიარებს. ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.

„ინაუგურაციაზე იქნება თუ არა ვაშაძე, დავფიქრდები ამ თემაზე. ხვალ გეტყვით, თუკი ინაუგურაციამდე ვიქნები აღიარებული, როგორც პრეზიდენტი, ის იქნება დაპატიჟებული ინაუგურაციაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.