„ვეღარ მიეჩვიეთ, რომ უკვე პრეზიდენტი ვარ? ნუ დარბიხართ“ – ზურაბიშვილი ჟურნალისტებს (ვიდეო)

„ვეღარ მიეჩვიეთ, რომ უკვე პრეზიდენტი ვარ? ნუ დარბიხართ, დადექით“ – ასე დაიწყო ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მოკლე კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან.

მან ჟურნალისტებს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ „არ ეყვირათ“ . შემდეგ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობის, ასევე ხარჯების შესახებ რამდენიმე დღეში, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. მისი თქმით, ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრებს ინაუგურაციის ადგილზე და სხვა დეტალებზე.

„ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არ არის,“-ამბობს ზურაბიშვილი.

ჟურნალისტებთან მან ასევე არ ისაუბრა მოქმედი პრეზიდენტის  გიორგი მარგველაშვილის ინიციატივაზე, დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან.

მისი განცხადებით, ამ თემაზე მხოლოდ ინაუგურაციის შემდეგ ისაუბრებს.