გურჯაანში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად გურჯაანის ცენტრში, პოლიციის მორიგი ბარიკადის გარღვევას ცდილობს.

მას შემდეგ რაც მათ შეძლეს, ერთ-ერთი კოლონის გარღვევა და საპატრულო პოლიციის მანქანის გადაყვანა, პოლიციამ მეორე ბარიკადი მოაწყო, სწორედ მის გარღვევას ცდილობენ ამ წუთებში აქციის მონაწილეები.

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა. თელავისაკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა.აქციის მონაწილეები გზის გახსნას ცდილობენ, რის საშუალებასაც საპატრულო პოლიცია არ აძლევს.