გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ძვლების ფრაგმენტები იპოვეს

გორში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს. მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. 

ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად იმყოფება არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელიციმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამოღებული ფრაგმენტები ადამიანის ძვლის არის.

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოების ჩატარება, მოზარდი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.