გორში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია სასწორი და ბოსტნეული

გორში ხილ-ბოსტნეულის მაღაზია გაქურდეს. ,,დიანიუსის“ ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ბოსტნეული და სასწორი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა , თუმცა ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს მაღაზიის გამყიდველმა დღეს დილით შეატყობინა. 
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო 177 მუხლით იძიებს რაც ქურდობას გულისხმობს.