გორში აღმოჩენილი ძველები ცხოველის აღმოჩნდა

ორის კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი ძვლები ადამიანის არ არის და ცხოველისაა. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ არქეოლოგმა, ვახტანგ ლიჩელმა განუცხადა.

„ცხოველების ძვლებია მხოლოდ. ჩვენი კონსულტაციები ეხებოდა იმას, რამდენად მეთოდოლოგიურად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები და ხომ არ არის შეცდომის დაშვების ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან სკურპულოზურად, დეტალურად და ექსპერტები თავზე ადგანან ყოველ მუჭა მიწას“, – განაცხადა არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ.

შგახსენებთ, გორის კულტურისა და დასვენების პარკში, იქ სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ცნობილი არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი დღეს მიიყვანეს. ზაქრო ბერძნიშვილის ცხედის სამძებრო სამუშაოები გორში მიდმინარე კვირასში განახლდა.