გერმანელმა წყვილმა სახლში 316 ნაძვის ხე დადგა (ვიდეო)

ქალაქ რინტელნში მცხოვრებმა გერმანელმა წყვილმა გინესის რეკორდი დაამყარა: სიუზანა და ტომას იერომინებმა თავიანთ სახლში 316 ნაძვის ხე დადგეს.

სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ცოლ-ქმარმა 300 გირლიანდა და 42 000 ბურთი გამოიყენა.

მათ ნაძვის ხეები სახლის ყველა კუთხეში დადგეს, გამონაკლისი მხოლოდ საძინებელია.