ბოლო წამშე ჩაგდებული 2 ქულიანით საქართველომ ისრაელი 71-69 დაამარცხა (ვიდეო)

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ისრაელის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და იმის გამო, რომ ძირითადი დრო ფრედ დასრულდა (64-64), დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ქართველმა კალათბურთელებმა უფრო იყოჩაღეს და 71-69 გაიმარჯვეს.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა 15 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.