არა სალომეს! – რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც თბილისიდან დაძრული კოლონა თელავში არ შეუშვეს, ამბობენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და სწორედ რუსთაველის გამზირიდან გააპროტესტებენ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის მიერ მოპარულ არჩევნებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს “ქართული ოცნება” აღარ არის ხელისუფლება და ის გახდა რეჟიმი.არა სალომეს! – ამ წარწერებით ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ორი კარავი განათავსეს.