უნიკალური გერმანული მატარებელი, რომელიც რამდენიმე წელში სამუშაო ოფისებს ჩაანაცვლებს (ფოტო)

გერმანული მატარებლების მწარმოებელ კომპანია მგზავრებით გადატვირთული ტრანსპორტის ინოვაციულ ვერსიაზე მუშაობს.
პროექტის მიხედვით 2021 წლის მატარებლის ვაგონები კომფორტულად იქნება მოწყობილი, რომ მგზავრებმა სამსახურისკენ და უკან სახლში გზაზე მუშაობა შეძლონ. მათ სახლიდან ადრე და სამსახურიდან სტანდარტულ დროს გამოსვლა აღარ მოუწევთ.
ვაგონებში დიდი, ოფისის სტილის მაგიდები იქნება. ასევე ფანჯრისკენ მიმართული მერხები, რომლის წინაც დგომა და ისე მუშაობა იქნება შესაძლებელი. ვაგონებში გამოყოფილია სივრცე შეხვედრებისთვისა და თათბირებისთვის.