“რომ არ ვიცოდე ირაკლი კობახიძის პირად ცხოვრებაში რაც ხდება, ჩავთვლიდი რომ ვუყვარვარ”

“რომ არ ვიცოდე ირაკლი კობახიძის პირად ცხოვრებაში რაც ხდება, ჩავთვლიდი რომ ვუყვარვარ. ასე, არხი არ მაპიარებს” – ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა:

ამას წინათ, გადაცემა იყო „რუსთავი 2“-ზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიაში. ერთ-ერთ აქტივისტსა და ჟურნალისტს, ნანა ჟორჟოლიანს მიჰყავდა გადაცემა და მან მოიწვია ეთერში ერთ-ერთი ბრალდებულის დედა. საქმე ეხება ამერიკელების მკვლელობას. სამი ადამიანი, ბავშვი და ცოლ-ქმარი მოკლეს ხადას ხეობაში. ნანა ჟორჟოლიანს ჰყავდა მიწვეული ბრალდებულის დედა და დასასრულს, მან ბრალდებულის დედას გამძლეობა უსურვა სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლაში. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.” თქვა კობახიძემ.