იტალიელი ლეგენდა ანდრეა პირლო თბილისში რამდენიმე საათში ჩამოვა

იტალიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული ანდრეა პირლო თბილისში ჩამოდის. 

ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომლის მინაწერშიც ვკითხულობთ: თბილისი… მოვდივარ. 

როგორც ცნობილია პირლო საქართველოში გადაღებისთვის ჩამოდის.