“ისეთი სახე ქონდა, ქურდს ფაქტზე რომ წაასწრებენ” – სააკაშვილი ივანიშვილზე (ვიდეო)

დღეს ისეთი სახე ქონდა, ქურდს ფაქტზე რომ წაასწრებენ- ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ვიდეო მიმართვას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დღეს გაავრცელა:

“ბიძინამ, აქამდე კი გატყუებდითო, მაგრამ ეხლა ძალიან მჭირდება, რომ დამიჯეროთო… ივანიშვილს დღეს ისეთი სახე ქონდა,ქურდს ფაქტზე რომ წაასწრებენ და იხვეწება ამ ერთხელ მაპატიეთო…თან კარგად მოვიქცევიო,თან კრიმინალური “ავტორიტეტები” მთელს ქვეყანაში ხალხს დაატერორებენ და ამაზე თვალი დახუჭეთო… ხრიკები დაგიძველდა,ბორის!’ ამბობს სააკაშვილი