თუ ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა, მაშინ ახალი 7 ნოემბერი იქნება, შეიძლება უფრო სასტიკიც – ლევან ბერძენიშვილი 

“თუ ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა, მაშინ ახალი 7 ნოემბერი იქნება, შეიძლება უფრო სასტიკიც” – ეს განცხადება, “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა. 

ბერძენიშვილმა 11 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების მიერ ოპოზიციის აქციის დარბევაზე ისაუბრა. 

ბერძენიშვილი თვლის, რომ მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, 7 ნოემბრის მოვლენებთან ბიძინა ივანიშვილის კავშირია.

“7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია და არ გამოარკვია “ქართულმა ოცნებამ” იმ უბრალო მიზეზის გამო, მან გადასარევად იცის, ვინ სად იყო მაგ დროს, ვინ ვის უჭერდა მხარს და ვინ ვის აფინანსებდა. თუ ვინმეს ჰგონია, მე დამავიწყდა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, რომ მე გადავუხადე იმას იმდენი, ამას ამდენი…

“მე მაგალითად, ჩემი გამოსვლა, რომ არ აპატიეს ქართველი ხალხი ამას – არ დამავიწყდა, მაგრამ მივხვდი არჩევნების შედეგებით, 600 ათასი ხმით, რომ ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ თქვა, ვაპატიე იმ მოტივით, რომ არ მინდა განმეორდეს, იმიტომ, რომ დღეს თუ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა და ყველაფერი, მაშინ ახალი 7 ნოემბერი იქნება, შეიძლება უფრო სასტიკიც,”-ამბობს ბერძენიშვილი.