ზურაბიშვილი ატოცშია – „ეს არის ის, რაზედაც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა”

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ის საოკუპაციო ზოლთან ჩავიდა იმისთვის, რომ ყველას დაანახოს როგორი პრეზიდენტი იქნება ის.

“აქ ვარ ჩამოსული, რომ ვისაუბრო როგორი პრეზიდენტო ვიქნები. ჩვენ აღვკვეთთ პროვოკაციებს, რომელიც დაიცავს ამ ქვეყანას და თავის მოქალაქეებს. მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გავაძლიეროთ ეს საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება და იმავე დროს რომ ეს არ გადავაქციოთ საზღვრად,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.