ვოლსკი ოკუპანტების მიერ ატოცში მავთულხლართების გავლებაზე საუბრობს

„ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომების და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ჩაიდინა თავისი ხალხის წინაშე,“ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ატოცში, რუსი მესაზღვრეების მიერ ახალი მავთულხლართების გავლებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ოკუპანტების ქმედებებში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

“სწორედ მათ გასწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად, გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დეფაქტო ხელისუფლების ქმედებებით. ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარად ენმ-მმორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა დღეს, სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი უშვერი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს. ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ არასოდეს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან, ეს სწორედ ენმ-ის ხელწერაა,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.