ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა შვილს ჩოგბურთის მოედანი უყიდეს

პოპულარული ბრიტანელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის შვილი რომეო წლებია  ჩოგბურთს თამაშობს. ის მთელ დღეებს ვარჯიშში ატარებს. ცოლ-ქმარმა ბექჰემებმა შვილს ჩოგბურთის კორტი უყიდეს. მოედნის ღირებულება 30 000 ფუნტი სტერლინგია. 

ჩოგბურთის მოედნის დიზაინი მარკუს ბორნეტს ეკუთვნის. ოჯახის ახლობლების თქმით, ბექჰემები ყველაფერს აკეთებენ, რომ შვილი დიდი ჩოგბურთელი გახდეს. ამჟამად რომეო ბექჰემი ლონდონის სამეფო კლუბში თამაშობს.