გორში ქალებმა ერთმანეთი სასტიკად მამაკაცის გამო ცემეს

გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს ერთმანეთის ცემაში ადანაშაულებს. პოლიციამ ბრალი ორივე მათგანს 126-ე მუხლით წარუდგინა (ცემა).

პროკურატურის მტკიცებით: ,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, თავისი ქმრის მეგობარი ქალი შენიშნა, რის შემდეგაც მიუახლოვდა მას და თმებით მოქაჩა, რაზეც მეორე ქალბატონმაც იგივე ქმედებით უპასუხა, მეტიც სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც მიიღო დაჟეჟილობა.”

ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ მამაკაცის მეუღლე სცნობს, ხოლო მეგობარი ქალი ამბობს, რომ უდანაშაულოა, რადგან მეორე ბრალდებული თავს დაესხა და თავს იცავდა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მამაკაცი დაკითხა, ის მომხდარს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მომხდარის შემდეგაც მეუღლესთან და მეგობარ ქალთან კვლავაც აგრძელებს ურთიერთობას.