ბრიტანეთში ეძებენ ადამიანს, რომელმაც ლატარიაში £76 მილიონი მოიგო

ბრიტანეთში, Euromillions-ის გათამაშებაში ვიღაცამ £76 მილიონი მოიგო, თუმცა ჯერ კომპანიაში იღბლიანი გამარჯვებულისგან ამის შესახებ შეტყობინება არ შესულა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

გამარჯვებულმა ზუსტად გამოიცნო ხუთი ძირითადი რიცხვი: 05, 15, 17, 37, 44 და ასევე, ორი დამატებითი რიცხვი, 07 და 11. 

მოგებული თანხის ზუსტი ოდენობაა £76,369,806.80. 

ლატარიის კომპანია ხალხს მოუწოდებს, შეამოწმონ საკუთარი ბილეთები.ა