ბათუმში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

 ბათუმში გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სავალუტო ჯიხურს დაესხნენ თავს. არსებული ინფორმაციით, მძარცველმა ჯიხურიდან რამდენიმე ათასი ლარი გაიტაცა და გაიქცა.

თავდამსხმელს გამვლელები დაედევნენ და მისი დაკავება შეძლეს. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები