“არ გამწიროთ ქუჩისთვის… მე ვარ 10 წლის, სწავლა მინდა” – ფოთელი ბიჭის ემოციური მიმართვა

ფეისბუკმომხმარებელი ნინო ქვარცხავა 10 წლის გრიგორ ესებუას მიმართვას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ესებუების ოჯახს ბანკი, ვალის გამო სახლიდან აძევებს.

“პლანეტის მილიონრებს,

მე ვარ გრიგორ ესებუა 10 წლის, ვცხოვრობ საქართველოში, ქალაქ ფოთში თამარ მეფის 71 ; მამა ბადრი (ბაჩუკი) ესებუა 62 წლის, დედა 57 წლის(დიასახლისი) მამა მუშაობს დროებითი ხელშეკრულებით ფოთის ნავსადგურში 2018 წლის მაისიდან, მანამ აქვე მუშაობდა, მხოლოდ მუდმივ შტატში უფრო მაღალი ხელპასით (27 წლის მუშაობის სტაჟით).

მამამ 2013 წელს ვითიბი ბანკიდან გამოიტანა იპოთეკური სესხი19 500 დოლარის ოდენობით,როცა დოლარი 1,65 ლარი ღირდა (სესხი 10 წლიანია დასაბრუნებელია 36 000 დოლარი)თავი ფული დარჩენილი აქვს 16 900 $. მამა ყოველთვე იხდიდა 292 $.მამას აგრეთვე ტაო პრივატ ბანკის 35000 ლარი ჰქონდა ვალი.დოლარის კურსის მატებისა და მამას ხელფასის შემცირების გამო მამამ ვალის გადახდა ფიზიკურად ვერ შეძლო.მას ფული მხოლოდ ვითიბი ბანკისთვის ყოფნიდა.2018 წელს მამას ხელფასი საქართველოს ბანკმა დაუყადაღა 2019 წლის ივნისამდე. 3500 ლარში საქართველოს ბანკი 10000 ახდევინებს.(თავი ფული 35000 ლარი გადახდილი აქვს).ხელფასის ნაწილი საქართველოს ბანკს მიაქვს 641 ლარი ხოლო ვითიბი ბანკს 513 ლარი საუბედუროდ ეს თანხა ვითიბი ბანკს არ ყოფნის,არსებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

მე მინდა მივმართო საქართველოს ბანკის მმართველს არ გრცხვენიათ ქუჩაში რომ მტოვებთ, მამას ამდენ პროცენტს ახდევინებთ მაშიმშილებთ.როგორ აზიდავთ ცოდვას უფალთან,რას ეტყვით ყველაზე დიდ მსაჯულს, ვითიბი ბანკში 18000$ გადახდილი აქვს , მაგრამ ორჯერ რეორგანიზაციის გამო ეს ტანხა არ ეთვლება.ახლა ყადაღის გამო ვერ გადაიხადა და დაგროვდა 570 $, თუ ამ თანხას ორ კვირაში არ გადავიხდით სახლიდან გაძევება გვემუქრება. მე წასასვლელი არსად მაქვს .სად ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო რა უნდა ქნას ჩემმა ასაკოვანმა მშობლებმა.

მე 5 საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, კარგად ვსწავლობ , მინდა ასე ბეჯითი მოსწავლე ვიყო მაგრამ სად ქუჩაში?

გამოსავალი ერთია მამა თავი უნდა მოიკლას მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან. მამის სიცოცხლის სანაცვლოდ მიღებული სისხლიანი სახლი არ მინდა. ხის სახლი , რომელიც 100 წლისაა ავარიულ მდგომარეობაშია, მე გრიროლ ესებუა კეთილ ადამიანებს გთხოვთ, გევედრებით დამეხმაროთ თანხა (თვიური გადასახადი 292$) ივნისის თვემდე.მე სწავლას გავაგრძელებ, გავიზრდები ღირსეული ადამიანი და თქვენს ვალს აუცილებლად დაგიბრუნებთ. ოღონდა ახლა არ გამწიროთ ქუჩისათვის.

გთხოვთ……….

VTB ბანკის ანგარიში GE58VT0600000958743601

ბადრი ესებუა ტელეფონი 595 96 56 95″