ხედავთ, არ მაქვს ბევრი ნაოჭი, რატომ არ მაქვს თუ იცით? – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველამ უნდა დაივიწყოს წარსულის წყენები და მეორე ტურში ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

“ჩვენ გვჭირდება ყველა ძალების გაერთიანება. წარსულის წყენების და ტრაიბალიზმის დრო არ არის. ყველას სათითაოდ მოგვითავებს ივანიშვილი, თუ ჩვენ არ დავდექით ერთად და ჩვენ დავდგებით ერთად… მე არ მახსოვს ძველი წყენები… ადამიანი შეიძლება დანაოჭდეს, ხედავთ, არ მაქვს ბევრი ნაოჭი, რატომ არ მაქვს თუ იცით? იმიტომ რომ არ ვიმახსოვრებ ბევრ ბოროტ წყენებს და უბედურებას. ივანიშივლი რას ჰგავს, მე ფიზიკურობას არ ვეხები… ადამიანი ცხოვრობს ბოღმით, ეს არის განსხვავება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.