“ტორპედოს ” სტადიონზე მატჩის დროს სარწყავი სისტემა ჩაირთო (ვიდეო)

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც დღეს ადგილობრივი „ტორპედოს“ ფეხბურთელის, შოთა ბაბუნაშვილის სპორტიდან გაცილებისადმი მიძღვნილი მატჩი მიმდინარეობდა, მოულოდნელად სარწყავი სისტემა ჩაირთო და ფეხბურთელები დაასველა.

სტადიონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სისტემა თავისით ამუშავდა.

პრობლემა მოკლე დროში მოგვარდა და მატჩი ჩვეულებრივ გაგრძელდა.

ბაბუნაშვილმა საქართველოს ჩემპიონატში 402 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა, 7-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს სუპერთასისა და 2-ჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი.