კახა კალაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს დინამოს სტადიონზე ესტუმრა (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ამჯერად შინ, „დინამო არენაზე“ ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

თბილისის მერი კახა კალაძე კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს დინამოს სტადიონზე ესტუმრა და გამარჯვება პირადად მიულოცა.