თბილისში მეორე კლასის მოსწავლე გლანდების ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა

155-ე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე გლანდების ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში წერს:

„ნინო, ჩვენი ლამაზი, ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე მოსწავლე… ნამდვილი ანგელოზი… წავიდა და დაგვტოვა …დაგვიტოვა ღრმა მწუხარება გულში…

მოულოდნელად წავიდა ჩვენი სკოლის II კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორია, თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებს. წავიდა პატარა ანგელოზი და გულში მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა, რომელიც არასოდეს განელდება. ყოველი წუთი და წამი გვახსენებს მის ლამაზ, მოციმციმე თვალებს… ჩვენო პატარა ანგელოზო, მუდამ მომღიმარი, სულით ხორცამდე მშვენიერი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, სიყვარულითა და სიცოცხლით სავსე ემახსოვრები შენს მშობლიურ სკოლას“, – ნათქვამია განცხადებაში.