“ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, არიან ვირთხის დღეში” – ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც კობახიძემ პროტესტს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია უწოდა.

 სარალიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის მიერ მართულები არიან.

„მთელი ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, არიან ვირთხის დღეში. აღარ იციან, რა თქვან ამ საქმესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ყველანი სუბელიანის შნირები არიან, რომელთაც უნდათ ამ აქციას სისულელე ელფერი შესძინონ. რას ჰქვია „ნაციონალების“ აქცია და რას ჰქვია „ოცნების“ აქცია. მოვითხოვ, „ოცნების“ დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბონ ერთ დღეს, მივალ, რომელ დღესაც უნდათ და პირდაპირ დაველაპარაკები და დავსვამ რამდენიმე კითხვას. ვნახოთ, რა პასუხს გამცემენ. ყველა სუბელიანის მონაა, სუბელიანი ყველას თავის ჭკუაზე ათამაშებს, რომ კალანდია პასუხისგებაში არ მისცენ. სუბელიანის დაკავება იყო შეთანხმება, რომ აუცილებლად უნდა ჩამჯდარიყო, რომ ის მუხტი ჩამქრალიყო ხალხში,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.