საქართველომ ყაზახეთს მოუგო

ერთა ლიგის D დივიზიონის შეხვედრაში მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში დატრიალდა – 69-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ანგარიში გახსნა და ერთა თასის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა.

75-ე წუთზე კონტრშეტევა ისევ ჩაკვეტაძემ წამოიწყო, კარში ვაკო ყაზაიშვილმა დაარტყა და სერგეი მალიიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

საბოლოოდ, შეხვედრა დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში 3 ქულა პირველად მოიპოვა.