გაშიშვლებული სპორტის ექსმინისტრი რომელსაც ყოფილი მთავრი პროკურორი გაუპატიურებით ემუქრება – ვიდეო

ახალი ფარული ჩანაწერები , რომლიდანაც ირკვევა, რომ სარდაფში დამწყვდეული, გაშიშვლებული სპორტის ექსმინისტრი რომელსაც ყოფილი მთავრი პროკურორი გაუპატიურებით ემუქრება.

ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ დაუპირისპირდა ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძეს და რა შეხება ჰქონდა მათთან ყოფილ პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

ლევან ყიფიანი: ” კვირიკაშვილთან იცი რაზე მივედი, მეთქი ვინა რის ეს კაცი ? პაგონებიანია?  რის რა შუაშია მეთქი? “

ზაზა ოქუაშვილი: ” მერე კონფლიქტი ხდება  სარდაფი და ამბავი, მერე მივდივართ ივანიშვილთან და ივანიშვილმა თქვა, რომ გადასახდელია”

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ოთარ ფარცხალაძე და ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის სახელით ელაპარაკებოდნენ.  ასევე ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირადად მოსთხოვა ოქუაშვილს 5 მილიონის გადახდა.  

ლევან ყიფიანი” ეს იყო კონტრიბუცა და ეგრე ხდება რა”

ზაზა ოქუაშვილი: ” ივანიშვილთან შენ შემახვედრო ჰო ლევან და ივანიშვილი, რომ გეტყვის, რომ მოიტანეო, ეხლა 4 და 5 მილიონი რავიცი, იმის შემდეგ პრობლემებია”  

ლევან ყიფიანი: “მე რომ მივედი იმ კაცთან ვისთანაც ავარია მოხდა, რატომ მოხდა იქ ავარია შეგახსენებ რა”

ზაზა ოქუაშვილი”  ავარია არ არის, სარდაფში ჩასვა და ცემა-ტყეპაა, მე ვიყავი ნაცემი თუ ლევანი იყო ნაცემი”