პარლამენტთან აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ორი ადმიანი დააკავეს. რა ბრალდებით დააკავეს აქციის მონაწილეები, უცნობია. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობასთან, სადაც აქციას ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მართავს, პოლიციაა მობილიზებული.

აქციას საღამოს პოლიტიკოსები შეუერთდნენ, თუმცა როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის ისინი პარლამენტთან აღარ იმყოფებიან.