მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციებს აანონსებენ

შვილმოკლული მამები პარლამენტის წინ პროტესტს რადიკალური ფორმით გამოხატავენ. მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის პროტესტი უვადო იქნება და არ შეწყდება, ვიდრე არ შესრულდება მათი მოთხოვნა, რომ დაისაჯონ მკვლელები.

საპროტესტო აქციებს შეურთდებიან მოქალაქეები პანკისის ხეობიდან. მათი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალძის მკვლელობის საქმეების ობიექტური გამოძიებაა.

შვილმკვდარი მამები მასშტაბური აქციების გამართვას მხარდამჭერებთან ერთად  თბილისში ორშაბათიდან აპირებენ.