არ ვარ მე კანაფის დედოფალი – სალომე ზურაბიშვილი (ვიდეო)

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მის მიმართ ცრუ ბრალდებები ვრცელდება. პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამაში რუსეთის ფაქტორი ფიგურირებს. მისი თქმით, ცრუ ბრალდებებით ცდილობენ დააპირისპირონ ეკლესიასთან, პატრიოტებთან და ზვიადისტებთან.