“სულ მალე დაგაყრევინებთ თავებს…” – ISIS საქართველსო ემუქრება (ვიდეო)

ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო საქართველოს ემუქრება. ვიდეო მიმართვას „პალიტრანიუსი“ ავრცელებს.

სააგენტოს მტკიცებით, მათ ხელში ჩაუვარდათ ვიდეო, ქართული ტიტრებით, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მიმდევრების დამზადებულია და ამ ვიდეოში აი სის სი საქართველოს ხელისუფლება შურისძიებით ემუქრება.

პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო ორი კვირის წინ რის დამზადებული.

„ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი… გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი… გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.