საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე – საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათის მონზე მიმდინარეობდა, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა. კამათი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ დასმულმა კითხვებმა გამოიწვია, თუ რა ფორმით შემოწმდა ჩხუბში მონაწილე მოზარდების ტელეფონები და რა ფორმით გამოიკითხა ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლები.

შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრები სხდომაზე კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს უსმენენ. კომისიის წევრებს გამომძიებლებთან კითხვები კვლავ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით აქვთ.

კითხვები ეხება მოწმეების დაკითხვას, კონკრეტულად კი არასრულწლოვნებს. ირაკლი აბესაძის თქმით, არასრულწლოვნები ღამის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, რაც აბესაძის თქმით, არასრულწლოვანთან მართლმსაჯულების მიხედვით აკრძალულია.