ზვიად კუპრავა დ ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ზვიად კუპრავა დ ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ. „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძრვანელის ზვიად კუპრავას თქმით, 5 დღის განმავლობაში მათ ცენტრში უკვე შესულია 25-ზე მეტი საქმე, რომლებიც მათმა იურისტებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს და თითოეულ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პირების მიმართ ჩაგვრა და ძალადობა იკვეთება. მისივე თქმით, ხელისუფლებასა და პროკურატურას ისინი გონივრულ ვადას მისცემენ, რათა აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით სრულფასოვანი გამოძიების წარმოება მოახერხონ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განაცხადებით, კი საქართველოში არის შერჩევითი სამართალი. მისივე თქმით, თუკი ახალი პრემიერ-მინისტრი მათთან შეხვედრას მოისურვებს, აღნიშნული საქმეების გარდა, პირადად გააცნობს მისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალებსაც. 

„რა უსამართლობის წინაშე მე ვდგავარ, იმ უსამართლობის წინაშე დგანან ეს პირები. ფაქტია, საქართველოში არსებობს შერჩევითი სამართალი და ამ შერჩევითი სამართალის მსხვერპლი ვართ ჩვენ. თუ პრემიერი არ შეგვხდება, გამოვა, რომ იგი თავს არიდებს ამ საქმის გამოძიებას და არ უნდა, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი მოისპოს“ , – განაცხადა სარალიძემ.