ბათუმში კაცმა პროტესტის ნიშნად ხეზე ხელი მიიჭედა

ბათუმში, მცირე მეწარმე ვასიკო ტაკიძემ პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის სახლის წინ ხეზე ხელი ლურსმნით მიიჭედა. მისი თქმით, საჰაერო ნავიგაციამ ბათუმის სანაპირო ზოლში დელტა პლანით ფრენა აუკრძალა. მამაკაცი აცხადებს, რომ წლებია ამ ბიზნესით არის დაკავებული და ბანკიდან დიდი ოდენობით სესხიც აქვს გამოტანილი. ტაკიძე აჭარის მთავრობას რეაგირებას სთხოვს.