შესაძლოა მირზა სუბელიანი დააკავონ

შესაძლოა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დააკავონ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით მირზა სუბელიანი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოკითხეს.
ამ წუთებში კი პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მირზა სუბელიანს მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებს და მის დასჯას მოითხოვს.