მამუკა მდინარაძე – სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შეჩერდება. მისი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებზე  კონსულტაციები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება. დეპუტატი განმარტავს, რომ თითოეულ დარგს კონკრეტული ადამიანი უხელმძღვანელებს. მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობისა და პრემიერის შეხვედრა, დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.