დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია ხვალ 16:00 საათზე განახლდება

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ხვალ 16:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ განცხადება, აქციის ორგანიზატორებმა გააკეთეს.

აქციას ასევე, შეუერთდებიან 51-ე სკოლის მოსწავლეები. ძლიერი წვიმის გამო ამ წუთებში ხალხის რაოდენობა შედარებით შემცირდა და რუსთაველის გამზირი გახსნილია. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებია ნაწილი და თავად ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე რჩება. ისინი ტერიტორიაზე კარვების გაშლას აპირებენ.

აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ.