ქუთაისში მოსახლეობა ბუკიას ქუჩაზე არსებულ მშენებლობას აპროტესტებს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ადგილობრივი მოსახლეობა ბუკიას ქუჩაზე მშენებლობას აპროტესტებს. მოქალაქეები მშენებლობის ადგილას იმყოფებიან და კომპანიის წარმომადგენლებს მშენებლობის საშუალებას აღარ აძლევენ. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიციაც.

ქუთაისში, ბუკიას ქუჩა #3-ში მშენებლობისთვის ადგილი შემოიღობა, რომელიც ადრე სკვერი იყო. მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ადგილი ბავშვების სათამაშო მოედანი იყო. ქალაქის მერია კი აცხადებს, რომ მშენებლობაზე ნებართვა 2011 წელს გაიცა.