მარტვილის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქროები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტში გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, 2 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია რცხილასა და კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მორები და უკანონოდ მოპოვებული 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.

უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 12 ოქმი შედგა, რომლებიც 1000-დან 2000 ლარამდე საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს.