საქართველო ევროკავშირისგან 45 მილიონ ევროს მიიღებს

ევროკავშირმა ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. 

“ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოეყოს. აღნიშნული საქართველოს დაეხმარება ფინანსური საჭიროებების დაფარვაში, ეკონომიკური სტაბილიზაციის და სტრუქტურული რეფორმების პროგრამის უზრუნველყოფაში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.