საპრეზიდენტო არჩევნები მონტენეგროში

მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნებში მილო ჯუკანოვიჩი ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, მმართველი სოციალისტების დემოკრატიული პარტიის ლიდერს, რომელიც მოსახლეობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას სთავაზობდა, ამომრჩეველთა 53.8%-მა დაუჭირა მხარი.

მილო ჯუკანოვიჩი სხვადასხვა პერიოდში რამდენჯერმე იკავებდა მონტენეგროს პრეზიდენტისა და პრემიერ – მინისტრის პოსტებს.

მისმა კონკურენტმა, რუსეთთან დაახლოვების მომხრე, მლადენ ბოიანიჩიმ, ამომრჩეველთა 33.5%-ის მხარდაჭერა მიიღო.